საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საბანკო სექტორის გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა. ღონისძიებაზე ეროვნულ ბანკში მუშაობის 31 წელზე მეტი სტაჟის მქონე თანამშრომლებს პროფესიული დამსახურებისა და ფასდაუდებელი შრომისთვის საპატიო ჯილდოები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ბანკირის დღეზე ასევე დაჯილდოვდნენ კომერციული ბანკების თანამშრომლები. შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და პროფესიული დღე მიულოცეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. ბანკირის დღის დაარსების ინიციატივა ეროვნულ ბანკსა და საბანკო ასოციაციას ეკუთვნის.