თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ლუდვიგ მინკუსის ბალეტის, „ბაიადერას“ პრემიერა გაიმართა. ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული ვერსიის ავტორი ნინო ანანიაშვილი და ალექსეი ფადეეჩევი არიან. სპექტაკლი მარიუს პეტიპას ქორეოგრაფიაზეა დაფუძნებული და გამოყენებულია ფრაგმენტები ვახტანგ ჭაბუკიანის დადგმიდან.