ბაჩო ახალაიას საქმის არსებითი განხილვა იწყება

12:25, 02.03.2026

ბაჩო ახალაიას საქმის არსებითი განხილვა იწყება – პროცესზე დღეს მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. სხდომას ბრალდებული ბაჩო ახალაიაც ესწრება. პროკურატურის შუამდგომლობით, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნული შუამდგომლობა პროკურატურამ გასულ პროცესზე დააყენა. ბრალდების თქმით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე პირები არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ასევე, გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე არის საიდუმლო მასალები, რის გამოც ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი წარდგენილი აქვს 4 ოქტომბრის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაზე, რაც ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი