„აზოვის“ პოლკის დამფუძნებელი და პარტია „ეროვნული კორპუსის“ ლიდერი, ანდრეი ბილეცკი საზოგადოებას მოუწოდებს, მარიუპოლის ოპერაციის შეფასებისა და კრიტიკისგან თავი შეიკავონ, რათა ამ პროცესს ხელი არ შეუშალონ. ვიდეომიმართვისას მან განაცხადა, რომ სამხედროები რუს დამპყრობლებს 82 დღის განმავლობაში გმირულად ებრძოდნენ. ბილეცკის თქმით, შეიარაღებული გარნიზონი ადგილზე რჩება.