პოლკ „აზოვის“ მებრძოლები ტელეგრამარხზე ვიდეოს ავრცელებენ, სადაც მათი თქმით, „აზოვსტალის“ ტერიტორიის მიწისქვეშა ბუნკერებია ასახული. ვიდეოში ჩანს, რომ ბუნკერებში ქალები და ბავშვები იმყოფებიან და მათთვის მებრძოლებს საკვები პროდუქტები მიაქვთ.
„აზოვის“ პოლკის წევრების განცხადებით, ვიდეოს გავრცელება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც რუსული მედიასაშუალებებით და ოფიციალური პირების მხრიდან მიმდინარეობს პროპაგანდა იმის შესახებ, რომ „აზოვსტალის“ თავშესაფრებში სამოქალქო პირები არ არიან და ამ ტერიტორიას მხოლოდ „ნაციონალისტი აზოველები“ იკავებენ.