აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის ანგარიშის განხილვა

15:30, 23.05.2018

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის განხორციელების შესახებ ანგარიში მოისმინეს.

დეპუტატებს ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა გააცნეს.

საუბარი შეეხო ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების პირველი შედეგებს და ქიმიური და სხვა ღონისძიებების განხორციელების ეფექტურობას.

მომხსენებლების განცხადებით, ფაროსანასთან ბრძოლა ყველა შესაბამისი სტრუქტურის აქტიური მუშაობითა და კოორდინაციით მიმდინარეობს.

მსგავსი