იტალიელი სპეციალისტები საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს დადებითად აფასებენ

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს იტალიელი სპეციალისტები დადებითად აფასებენ. კომპანია „აგროჯორჯიას მოწვევით საქართველოში ჩამოსული წამყვანი იტალიელი სპეციალისტები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნენ. შტაბის წარმომადგენლებმა სტუმრებს მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, მოქმედი მონიტორინგის სისტემა და ის ტექნიკური შესაძლებლობები გააცნეს, რომლებიც მიმდინარე წელს მავნებლის საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული.

ტურინის უნივერსიტეტის პროფესორმა ლუჩანო ტაველამ დადებითად შეაფასა შტაბის საქმიანობა და აღნიშნა, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, მნიშვნელოვანია.

იტალიელი სპეციალისტები აზიური ფაროსანას მონიტორინგის საკითხებთან დაკავშირებით სწავლებას ატარებენ.