ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობამ მცირედით იკლო – თუმცა, ავარიების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი მაინც საგანგაშოა და ევროპის მაჩვენებელს რამდენჯერმე აღემატება. როგორც ირკვევა, რეგულაციებმა გარკევული შედეგი უკვე მოიტანა, თუმცა, სპეციალისტების განცხადებით, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა არსებობს.
სწორედ ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად შეიქმნა ეკონომიკის სამინისტროს ახალი სტრუქტურა, რომლის მიზანიც 2025 წლისთვის ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირებაა.