ასოციაცია „საქართველოს ხელოვანები“ აკრედიტაციის კომისიას მიმართავენ: გამოავლინონ ღირსეული გამარჯვებული – „აი ფი ოუ ეი“. ავტორ-შემსრულებლების თქმით, ეს ასოციაცია, რომელიც თავად ავტორ-შემსრულებლებმა შექმნეს, ერთადერთი ღირსეული კანდიდატია.
მათივე თქმით, ასოციაციის მართვის სისტემა საქართველოს კანონისა და ევროპული სტანდარტების შესაბამისია, დიდი გამოცდილების მქონე ევროპელი დირექტორი კი ასოციაციაში დასავლური სტანდარტების დანერგვის გარანტი იქნება.