ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, ცეცხლი დაახლოებით დილის 5 საათზე, ბარაკული ტიპის დასახლებას გაუჩნდა და 200 კვ. მეტრის ფართობზე გავრცელდა. ადგილზე მობილიზებული იყო 10 სახანძრო ბრიგადა და 60-მდე მეხანძრე-მაშველი.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.