18 გარდაცვლილი და 29 დაშავებული – კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. მათ შორისაა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი პირველი მოადგილე და სახელმწიფო მდივანი. ასევე, სამი მცირეწლოვანი ბავშვი.
რამ გამოიწვია ქალაქ ბროვარში ავიაკატასტროფა, ჯერჯერობით, უცნობია. ვრცელდება სხვადასხვა ვერსიები. საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გივი ბარამიძე დეტალებით.