ავღანეთში, ბალღანის პროვინციაში სამხედრო ბაზას „თალიბანის“ მებრძოლები დაესხნენ თავს
ავღანეთში, ბალღანის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზას რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლები დაესხნენ თავს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 45 სამხედრო მოსამსახურე. ინფორმაციას სააგენტო “როიტერსი” ავრცელებს.
მიმდინარე კვირაში, ეს უკვე მეორე შემთხვევაა ავღანელ სამხედროებზე თავდასხმის. ორშაბათს ფარიაბის პროვინციაში მომხდარი თავდასხმის შედეგად, 17 სამხედრო დაიღუპა, 15 კი დაშავდა.