ავარია რუსთაველის გამზირზე

ავარია მოხდა რუსთაველის გამზირზე. ორი მსუბუქი ავტომანქანა ლურჯ ავტობუსს შეეჯახა. არიან დაშავებულები, მათ შორის მსუბუქი დაზიანებები მიიღო ორმა მოზარდმა.

გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოშია გადაყვანილი ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი. რუსთაველის გამზირზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.  ადგილზე შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობა.