ავარია რუსთაველზე – ორი მსუბუქი მანქანა ლურჯ ავტობუსს შეეჯახა

16:18, 10.12.2017

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ორი მსუბუქი ავტომანქანა ლურჯ ავტობუსს შეეჯახა.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, ამ წუთებში მსუბუქი ავტომანქანიდან ერთი ადამიანის ამოყვანას ცდილობენ.

ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.

 

 

მსგავსი