აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის დახმარებას გადასცემს

ამერიკა უკრაინას 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. შესაბამისი განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გააკეთა. „ეს არის დახმარება, რომელიც უკრაინას სჭირდება, რათა თავი დაიცვას რუსეთის თავდასხმებისგან“, – აღნიშნა სალივანმა. ეს 2023 წლის დეკემბრის შემდეგ პირველი დახმარების პაკეტია, რომელიც შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გამოუყო. უკვე რამდენიმე თვეა, კონგრესში უკრაინის დახმარების პაკეტი „რესპუბლიკელების“ მიერ იბლოკება.