საქართველო აშშ-ის თავდაცვის ეროვნულ სტრატეგიაში ხვდება - დოკუმენტში ყურადღება კვლავ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე მახვილდება

საქართველო აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიის შემდეგ, თავდაცვის ეროვნულ სტრატეგიაშიც ხვდება. დოკუმენტში ყურადღება კვლავ ჩვენი ქვეყნის მიმართ, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე მახვილდება, ამავე კონტექსტში მოხსენიებულია უკრაინაც.

შეერთებული შტატების თავდაცვის სტრატეგიაში ვაშინგტონის მეტოქეებად რუსეთთან ერთად, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანიც სახელდება. დოკუმენტის კომენტირებისას ჯეიმს მეტისმა მოკავშირეებს საერთო თავდაცვის მიმართულებით მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.