აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი

რუსეთის პროვოკაციების ფონზე თბილისი ვაშინგტონისგან მორიგ მხარდაჭერას იღებს.

აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. ჩვენს ქვეყანაზე დოკუმენტის იმ ნაწილშია საუბარი, რომელიც ევროპაში რუსეთის აგრესიის შეკავებას ეხება.

სენატის მიერ მხარდაჭერილი აქტის ავტორები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარდაჭერას უცხადებენ და თავდაცვის სფეროში დახმარების აუცილებლობას უსვამენ ხაზს.

„საქართველოს უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებასთან პირდაპირ კავშირშია”– ასეთი გზავნილი ამოიკითხეს დოკუმენტიდან თბილისში.