აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში საქართველო აშშ-ის მოკავშირედ და პარტნიორად არის განხილული

აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტის სენატის ვერსიაში საქართველო აშშ-ს მოკავშირედ და პარტნიორად არის განხილული. კანონპროექტის საკუთარი ვერსია სენატმა უკვე დაამტკიცა.

დოკუმენტი განსაზღვრავს 2019 ფისკალური წლისათვის აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს.

კანონპროექტის ერთ ერთი ქვეთავი, რომელიც ევროპაში რუსეთის აგრესიის შეკავებას ეხება, ნათქვამია რომ ევროპაში აშშ-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება ეროვნული ინტერესების დაცვას ემსახურება და რუსეთის აგრესიის შეკავების კომპლექსურ სტრატეგიას წარმოადგენს.

ამასთანავე, აშშ-ს სენატი მოუწოდებს ადმინისტრაციას შეიმუშაოს და განახორციელოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ყოვლისმომცველი სტრატეგია. აშშ-ის სენატი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკის, მათ შორის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას.

დატოვე კომენტარი