აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა, შესაძლოა, რუსული კომპანია „რუსალი” სანქცირებული კომპანიების სიიდან ამოიღოს
შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა, შესაძლოა, ალუმინის მომპოვებელი რუსული კომპანია „რუსალი” სანქცირებული კომპანიების სიიდან ამოიღოს. ამის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია საერთაშორისო სააგენტო “როიტერმა” მოიპოვა. მოგვიანებით, სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა “როიტერთან” ინტერვიუში დაადასტურა, რომ კომპანია „რუსალმა“ სახაზინო დეპარტამენტს სანქციების შემსუბუქების შესახებ განცხადებით მიმართა.
კომპანია „რუსალისა” და მისი მფლობელის, რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას წინააღმდეგ სანქციები ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა ოთხი თვის წინ დააწესა. მაშინ სანქცირებულთა სიაში შვიდი რუსი ოლიგარქი, 17 პოლიტიკოსი და 12 რუსული კომპანია მოხვდა.