აშშ-სა და ყაზახეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე სირიასა და ავღანეთში არსებულ მდგომარეობას, ასევე რუსეთთან ურთიერთობებს განიხილავენ

12:30, 13.01.2018

სირიასა და ავღანეთში არსებულ მდგომარეობას, ასევე რუსეთთან ურთიერთობებს განიხილავენ ვაშინგტონში ამერიკისა და ყაზახეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე.

ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნაზარბაევი შტატებს 16-18 იანვარს ესტუმრება. ტრამპი და ნაზარბაევი ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ვითარებაზეც გაამახვილებენ ყურადღებას. ამერიკა ყაზახეთის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო-ეკონომიკური დ საინვესტიციო პარტნიორია.

ორი ქვეყანა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 26 წლისთავს აღნიშნავს.

 

მსგავსი