ნურსულთან ნაზარბაევი ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდება
ნურსულთან ნაზარბაევი ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდება

16 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ვაშინგტონს ეწვევა.

ნაზარბაევი თეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპს შეხვდება.

ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ლიდერები რეგიონალური უსაფრთხოების კუთხით, სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებასა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

გავრცელებული ცნობით, საუბარი ასევე შეეხება ავღანეთს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა ისტორიაში პირველად, ყაზახეთმა გადაიბარა.