აშშ-ს საჰაერო იერიშები ირანის წინააღმდეგ
აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებით, ირანის წინააღმდეგ ახალი საჰაერო დარტყმები დაიწყო. ცენტრალური სარდლობის განცხადებით, დარტყმების მიზანი ირანის შესაძლებლობების შესუსტებაა, რათა კომერციულ საზღვაო გადაზიდვებს ჰორმუზის სრუტეში საფრთხე აღარ შეუქმნას. ამასთან, სწრაფად დასაჯოს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ძალები, რომლებმაც გასულ ღამეს იორდანიაში აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმა განახორციელეს. ირანის არმია კი ქუვეითში აშშ-ის ბაზებზე თავდასხმებს განაგრძობს. იერიშები განხორციელდა ქუვეითში მდებარე ორ მთავარ აშშ-ის ობიექტზე, რომელთა სამიზნეც საბრძოლო მასალის საწყობები, რადარის სისტემები და ლოჯისტიკის ინფრასტრუქტურა იყო. ირანის სულიერი ლიდერი აცხადებს, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერის უვარგისობა და ბათილობა. „მტერმა უნდა იცოდეს, რომ ირანელ ერს და წინააღმდეგობის ფრონტს დაუვიწყარი გაკვეთილები აქვს მომზადებული მისთვის“, – აღნიშნულია მოჯტაბა ხამენეის განცხადებაში.