ტელედებატები ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის – ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები ერთმანეთს მილიონობით ამომრჩევლის წინაშე დაუპირისპირდნენ. პრეზიდენტობის კანდიდატებს 90 წუთი ჰქონდათ, რომ საკუთარი პოზიციები და ხედვები წარედგინათ. მათ ძირითადად მიგრაციისა და ეკონომიკის საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომსა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე.
წამყვანმა ბაიდენს ქვეყანაში რეკორდულად მაღალი ოდენობის მიგრანტების შესვლასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. ბაიდენის თქმით, ახლა 40%-ით ნაკლები მიგრანტი შედის შეერთებულ შტატებში, ვიდრე ტრამპის დროს, რადგან გაძლიერებულია სასაზღვრო კონტროლი და თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განმხილველი ოფიცრების ოდენობა.
ბაიდენის თქმით, ტრამპის პრეზიდენტობის დროს, ის აშორებდა მცირეწლოვნებს ოჯახებისგან. საიმიგრაციო კრიზისზე წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვაზე დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს, ქვეყნის ისტორიაში, ყველაზე უსაფრთხო საზღვარი ჰქონდათ და „ერთადერთი, რაც ჯო ბაიდენს უნდა გაეკეთებინა, ასეც უნდა შეენარჩუნებინა ის“. როგორც ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ხალხი კვდება იმის გამო, რომ ბაიდენმა საზღვრები გახსნა.