აშშ-მოსკოვის ინტერესები

როცა დიდი ძმა მიდის, მის ადგილს მეორე იკავებს. ასეც შეიძლება მოხდეს თამბაქოსა და მაგიური რეალიზმის სამშობლოში, სადაც ვაშინგტონის გავლენის შემცირების შემდეგ, ლათინური ამერიკის ქვეყნებს მეგობრობა მოსკოვმა შესთავაზა.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ლათინური ამერიკის ურთიერთობები ორსაუკუნოვანია. დღეს ვაშინგტონს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან საგარეო პოლიტიკის ახალი დღის წესრიგი აქვს.

მოსკოვისა და ლათინო-ამერიკული სახელმწიფოების ურთიერთობების უახლესი ეტაპი კი, 2014 წლიდან უკრაინის კრიზისის ფონზე დაიწყო.

დღეს ვენესუელის მთავრობა მოსკოვისგან ფინანსურ მხარდაჭერას ელოდება. იმ ფონზე, რომ რუსეთის ორი მოკავშირე ლათინურ ამერიკაში – ნიკარაგუა და ვენესუელა – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას თითქმის 10 წელია აღიარებს.