ვენესუელა საკუთარ კრიპტოვალუტას შექმნის
ვენესუელა საკუთარ კრიპტოვალუტას შექმნის

ვენესუელის ხელისუფლება საკუთარ კრიპტოვალუტას შექმნის. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, ელექტრონული ფული დაეხმარება ვენესუელას ფინანსური ოპერაციების განხორციელებასა და ფინანსური ბლოკადის დაძლევაში.

ნიკოლას მადუროს თქმით, კრიპტოვალუტის შექმნა დაეხმარება ქვეყანას ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის საერთაშორისო დაფინანსების ახალ ფორმებზე გადასვლაში. ვენესუელური კრიპტოვალუტის სახელწოდება Petro იქნება.

14 ნოემბერს სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor’s-მა ვენესუელის ნაწილობრივი დეფოლტი გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააგენტომ მას შემდეგ მიიღო, რაც ვენესუელამ დროულად ვერ გადაიხადა ორი გრძელვადიანი კრედიტით გათვალისწინებული 200 მილიონი დოლარი.

ვენესუელის ხელისუფლების მიერ დემოკრატიული პრინციპების დარღვევის გამო აშშ-მა და ევროკავშირმა კარაკასს სანქციები დაუწესა

დატოვე კომენტარი