აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივნის განცხადება 

აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანი ფედერალური აგენტების მიერ მამაკაცის მკვლელობას გამოეხმაურა. კრისტი ნოემის თქმით, მამაკაცს რომელსაც აგენტებმა ესროლეს და მოკლეს, საპროტესტო აქციაზე იარაღი არ უნდა ჰქონოდა. ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილება თუ არა „ამბოხების აქტის“ გამოყენება, კანონის, რომელიც პრეზიდენტს უფლებამოსილებას ანიჭებს, გამოიყენოს ქვეყნის შიგნით ფედერალური სამხედრო ძალები, თუ შტატში ხელისუფლება ვერ აკონტროლებს მასობრივ არეულობას, ძალადობას ან ამბოხებას, ნოემმა უპასუხა, რომ ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია.

საპროტესტო აქცია მინეაპოლისში