საპროტესტო აქცია მინეაპოლისში
მინეაპოლისში ფედერალური აგენტის მიერ კიდევ ერთი აქტივისტის მკვლელობის გასაპროტესტებლად და დაღუპულისთვის სოლიდარობის ნიშნად, მორიგი აქცია გაიმართა. შეკრებილების თქმით, მოკლული აგენტებს წინააღმდეგობას არ უწევდა. პარალელურად, მინესოტის გუბერნატორმა და გენერალურმა პროკურორმა ტრამპის ადმინისტრაციას შტატიდან ფედერალური აგენტების გაყვანისკენ მოუწოდეს.
შეგახსენებთ, რომ მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა მამაკაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით ესროლეს. მინეაპოლისის პოლიციის მეთაურის თქმით, მოკლული 37 წლის მამაკაცი აშშ-ის მოქალაქე იყო. მას იარაღი კანონიერად ჰქონდა შეძენილი. მანამდე მსგავსი შემთხვევა 7 იანვარს მოხდა.
მინეაპოლისში ჩატარებული ოპერაციის დროს, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტმა ავტომობილში მყოფ ქალს ესროლა და მოკლა. მომხდართან დაკავშირებით, მინეაპოლისში საპროტესტო აქციები უკვე 18 დღეა, მიმდინარეობს.