აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

ამერიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც რიგაში დაგეგმილი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე გამოქვეყნდა. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ნატო-ს ლიდერები ალიანსის ღია კარის პოლიტიკის ერთგულებას ინარჩუნებენ.