ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაწესებული სანქციები თბილისში შეფასებების თემაა. ოპოზიცია კმაყოფილია ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით და აცხადებს, რომ საჭიროა უფრო მკაცრი ზომების მიღებაც, რაც ივანიშვილის ოჯახის წევრების დასანქცირებას გულისხმობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ამერიკის სანქციები „ქართული ოცნების“ დამფუძნებელზე არის გზავნილი ევროკავშირის ლიდერებისადმი, რომ მათაც მიიღონ იგივე გადაწყვეტილება. ოპოზიცია აპირებს, გააგრძელოს მუშაობა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების დასანქცირებაც მოხდეს, რომ მათი გამოყენებით ივანიშვილმა სანქციებისთვის თავის არიდება ვერ შეძლოს.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, მმართველი გუნდის შეფასებით, ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებაში ერთი არგუმენტიც კი არ არის მოცემული ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსული საქმის კეთების თაობაზე, მაშინ როდესაც სანქციები სწორედ ამ მიზეზს ეყრდნობა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა