აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება

ამერიკა და მოკავშირეები მკაცრ სანქციებს დაუწესებენ რუსეთს. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. ჯო ბაიდენი ამბობს, რომ „უკრაინის პრეზიდენტმა სთხოვა, დაურეკოს მსოფლიო ლიდერებს და გადადგან ნაბიჯები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ვგმობ რუსეთის სამხედრო ძალების ამ არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმას. მივაწოდე ზელენსკის ინფორმაცია იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც ვდგამთ რუსეთს ნაბიჯების დასაგმობად, მათ შორის, დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოში. მან მთხოვა, დავურეკო მსოფლიო ლიდერებს და მკაფიოდ ვისაუბრო პრეზიდენტ პუტინის აშკარა აგრესიის წინააღმდეგ და გვერდში დავუდგე უკრაინელ ხალხს. ხვალ მე შევხვდები დიდი შვიდეულის ლიდერებს. აშშ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები დააწესებენ მკაცრ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასა და დახმარებას“, – წერს ჯო ბაიდენი.