აშშ-ის ფისკალური პროექტი

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება საქართველოს. სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 ფისკალური წლის პროექტის მიხედვით, საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება უნდა გამოიყოს. პროექტში მითითებულია, რომ ფინანსური დახმარება საქართველოს დემოკრატიზაციაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ასევე კრემლიდან მომდინარე გავლენების შეკავებაზე იქნება ორიენტირებული.

ასევე, 2022 წლის ფისკალური წლის პროექტით, „საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნისთვის“ ევროპას 26,9 მილიონი აშშ დოლარი უნდა გამოეყოს. დახმარების პრიორიტეტულ მიმღებებს შორის არიან საქართველო, უკრაინა, თურქეთი, პოლონეთი, რუმინეთი და ბულგარეთი.

ამასთან, საქართველომ „საგარეო სამხედრო დაფინანსებაც“ უნდა მიიღოს. კერძოდ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ფისკალური წლის პროექტში „საგარეო სამხედრო დაფინანსება“ ევროპისა და ევრაზიისთვის $299 მილიონით არის განსაზღვრული.