აშშ-ი ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა

ამერიკის შეერთებული შტატები ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებენ ევროკავშირში.

ვაშინგტონის თანამოაზრე ახლა მხოლოდ ისრაელია. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა მიიჩნევენ, რომ 2015 წელს საერთაშორისო ექვსეულსა და ოფიციალურ თეირანს შორის გაფორმებული დოკუმენტით, ირანი ბოროტად სარგებლობს და ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას მაინც განაგრძობს.