ვაშინგტონში დონალდ ტრამპის გადარწმუნების მიზნით ევროპელი ლიდერების ვიზიტები უშედეგო აღმოჩნდა.
თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ ერთი ხმაურიანი წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა. პარიზის კლიმატური შეთანხმებისა და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების დატოვების შემდეგ, პრეზიდენტმა ირანთან 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან ამერიკის გასვლის განკარგულებას მოაწერა ხელი.
ბირთვული შეთანხმების გამო, აშშ-სა და ევროპას შორის უთანხმოება იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ეს 2003 წელს ერაყში შეჭრის გამო იყო. მსოფლიო ლიდერთა ნაწილი ირანისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს. მით უმეტეს, რომ ტრამპმა თეირანის მიმართ ეკონომიკური სანქციების განახლება უკვე დააანონსა.