„არტ-გენი 2020“ გრძელდება – ფესტივალის მეორე დღის კულმინაცია ქართული ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილების“ კონცერტი იყო. სუხიშვილებმა მაყურებელს ღია სივრცისთვის მორგებული და ქართულ საწყისებზე დაფუძნებული ექსპერიმენტი, ახალი პროექტი „არტეფაქტები“ წარუდგინა.
„არტ-გენი 2020“ ეთნოგრაფიული მუზეუმის ახალ საკონცერტო სივრცეში კორონავირუსის პანდემიის გამო, უსაფრთხოების ყველა წესისა და რეგულაციების დაცვით ტარდება. ფესტივალი წელს მე-17-ედ იმართება. ღონისძიება თბილისში კიდევ ორ დღეს გაგრძელდება. საბოლოოდ ფესტივალი კი 2 აგვისტოს გომის მთაზე კონცერტით დაიხურება.