„არმია“ დაფინანსების გარეშე  

საქართველოს ჩემპიონატში ათი სარაგბო გუნდის ნაცვლად შესაძლოა მხოლოდ ცხრამ მიიღოს მონაწილეობა. თავდაცის სამინისტრო კლუბ ,,არმიას” თანადაფინანსებაზე უარს ამბობს იმ მოტივით, რომ სპორტული გუნდისთვის თანხის გამოყოფა უწყების პრიორიტეტი აღარ არის. ,,არმიას” სამინისტროს გარდა საბაზისო თანხით რაგბის კავშირიც აფინანსებს, თუმცა, როგორც ირკვევა, კავშირიდან მიღებული ფინანსური რესურსი უკვე დახარჯულია. მორაგბეები ჩემპიონატში ასპარეზობის უფლების შენარჩუნებას და დაფინანსების მოპოვებას პროტესტის გზით ცდილობენ.

გეგი კიკაბიძე არკვევდა, დასრულდება თუ არა ,,არმიას” შვდიწლიანი ისტორია.