მორაგბეთა პროტესტი თავდაცვის სამინისტროსთან

სარაგბო კლუბი არმია დაფინანსების გარეშე დარჩა. თავდაცვის სამინისტროს გაქნცხადების მიხედვით სპორტული კლუბის ხელმძღვანელობა დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით 2017 წლის 5 მაისიდან იყო ინფორმირებული. „დიდი ათის“ მონაწილე რაგბის კლუბმა „არმიამ“ თავდაცვის სამინისტროსთან დღეს აქცია გამართა. სპორტსმენებმა დაფინანსების შეწყევტა გააპროტესტეს. კიდევ ერთი პრობლემა დაფინანსების გარეშე დარჩენილი კლუბისთვის 2018 წლის მაისამდე „დიდი ათის“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვაა. შესაბამისად მორაგბეებს არ ექნებათ საშუალება კლუბის დაშლის შემთხვევაში სხვა გუნდებში გადავიდნენ. სარაგბო კლუბ „არმიას“  ყოველწლიური დაფინანსება 400 000 ლარს შეადგენდა.