ლოს ანჯელესში განვითარებულ პროცესებს შეფასებები მოჰყვა თბილისში. ოპოზიციის განცხადებით, ლოს ანჯელესში მიმდინარე პროცესების საქართველოსთან შედარება არასწორია. მათი თქმით, საქართველოსგან განსხვავებით, ამერიკაში მოქალაქის უფლებები დაცულია და საქართველოს მსგავსი სცენარის შემთხვევაში, იქ ყველა სამართალდამცველი კანონის წინაშე პასუხს აგებს.