სოლიდარობის ნიშნად, საპროტესტო აქციები გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სხვა ქალაქებშიც. პოლიციამ აქციის მონაწილეები დაშალა ტეხასის ქალაქ ოსტინში, სადაც ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სამართალდამცველებმა ათობით დემონსტრანტი დააკავეს. დაპირისპირება იყო დალასშიც. რამდენიმე პირი დააკავეს ნიუ იორკში გამართული აქციის დროსაც. საიმიგრაციო სამსახურთან საპროტესტო აქცია გამართეს ატლანტასა და ლუისვილშიც.