არჩილ ტატუნაშვილის საქმე

ოკუპირებულ რეგიონში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და ადვოკატებს კითხვები და პრეტენზიები აქვთ. გარდაცვლილის მამა ამბობს, რომ დღემდე ინფორმაციულ ვაკუუმშია და არ იცის, რა ეტაპზეა ექსპერტიზა, ან გაიგზავნა თუ არა ცხედრიდან ამოღებული ორგანოების გადმოცემის მოთხოვნით ცხინვალში წერილი.

ოჯახს ასევე აინტერესებს, რატომ არ დაიდო 20 მარტიდან, ანუ ექსპერტიზის დაწყების პროცესიდან დღემდე შუალედური დასკვნა. გიორგი ტატუნაშვილისთვის საეჭვოა ის გარემოებაც, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, დამოუკიდებელ ექსპერტს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მასალები ამ დრომდე არ მიუღია.

საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის ოჯახის ადვოკატებმა დღის ბოლოს საკუთარი პრეტენზიები პრეზიდენტის მრჩეველს გააცნეს.