არჩილ ტატუნაშვილის მამა სამხარაულის ბიუროს ექსპერტებს ხვდება

ამ წუთებში არჩილ ტატუნაშვილის მამა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტებს ხვდება.

შეხვედრას ესწრება შსს-ს გენინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილიც.

გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, ექსპერტების სამედიცინო დასკვნასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.