ამ დრომდე მიმდინარეობს იმ 28 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები, რომელმაც არასრულწლოვანი გოგონა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და მიიმალა. ირკვევა, რომ 14 წლის გოგო იძულებითი ქორწინების მსხვერპლი იყო. მოზარდის ახლობლების განცხადებით, გოგონა მამაკაცმა ორი თვის წინ მოიტაცა, თუმცა, ახლობლებს და სკოლის ადმინისტრაციას პოლიციისთვის ამ ფაქტის შესახებ არ მიუმართავთ.
მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლიდან, უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
მომხდარ მძიმე ფაქტზე რუსუდან ლოლაძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის კომენტარი