არასრულწლოვნების საქმეზე ვიდეომტკიცებულება გამოიკვლიეს

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი ვიდეომტკიცებულება გამოიკვლიეს.

საქმის პროკურორის გიორგი ქობულაძის ინფორმაციით, ვიდეოში დაფიქსირებულია კალანდიების საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია, ასევე საქმის ბრალდებულების კუთვნილი ავტომობილი, რომლითაც როგორც პროკურორი ამბობს, აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში გ.ჯ და მ.კ მიიყვანეს.  ადვოკატი აცხადებს, რომ მათ მომხდართან კავშირი არ ჰქონდათ და ვიდეომტკიცებულებაში მხოლოდ ერთ-ერთი ბრალდებულის კუთვნილი ავტომობილია დაფიქსირებული.

„ეს ჩანაწერი მიმდებარე ტერიტორიიდან დამონტაჟებული კამერებიდან არის. მნიშვნელოვანი იყო, რომ მ.კ და გ.ჯ შეიყვანეს აღნიშნული სახლის ეზოში, შემდეგ ავტომობილით მათი წაყვანაც ჩანს. შემდეგ, საღამოს საათებში მ.კ ისევ მოჰყავთ. ჩანს ლ.კ, როგორ გამოაქვს ტანსაცმელი, ტელეფონი. ეს ჩანაწერი აფიქსირებს რეალურ დროს. ჩანს კალანდიების სახლის მიმდებარე ტერიტორია“, – განაცხადა პროკურორმა გიორგი ქობულაძემ.  ამ საქმეზე ხუთი პირია ბრლადებული. მათ შორის ერთ-ერთი მოზარდის მამა თენგიზ კალანდია, რომელიც ორ პირთან ერთად პატიმრობაშია. მისი შვილი კი, რომელიც მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, 21 წელს მიღწეული არ არის და მასზე პატიმრობა არ არის გამოყენებული, ცოტა ხნის წინ მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. ასევე გირაოთია გათავისუფლებული მისი ძმა. თენგიზ კალანდია დანაშაულს აღიარებს, მასთან ერთად დაკავებული პირები კი, დანაშაულს არ აღიარებენ.