საგამოძიებო კომისიის სხდომა

მწვავე კითხვები და კრიტიკა  ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მიმართ.

საუბარია იმ პირზე, რომელიც ინციდენტის დროს ავტომობილში იმყოფებოდა და ტერიტორია უმოქმედოდ დატოვა. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა მოწმე უკვე მეორედ გამოკითხეს, თუმცა ვერც ამჯერად მიიღეს არსებით კითხვებზე პასუხები. სწორედ ამის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ ცრუ ჩვენებებისთვის შესაბამისი ზომების ამოქმედებაც მოითხივა.

რა მოხდა ხორავას ქუჩაზე, ამის შესახებ საუბარი დღეს ერთ არასრულწლოვანსაც მოუწია. საქმეზე პასუხგაუცემელი კითხვების ადრესატები მომდევნო სხდომაზე პროკურატურის მაღალჩინოსნები იქნებიან.