არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების საქმეზე ბრალდებულებს, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა შეეფარდათ. 11 პირს შორის არასრულწლოვნების ათი მშობელი და ერთი მასწავლებელია. ყველა მათგანი გორის რაიონიდანაა.
ადვოკატების მტკიცებით, ფოტოსესიების შინაარსი და მიზანი ბრალდებულებისთვის უცნობი იყო, პროკურატურა კი საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ არასრულწლოვნების მშობლები, შვილების პორნოგრაფიული ფოტოების გადაღების სანაცვლოდ, გარკვეულ თანხებს იღებდნენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 17-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
ხათუნა გაგნიძე გიამბობთ.