არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე

გახმაურებული დანაშაულის სასამართლო განხილვის ფინალური ეტაპი.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, ორ დღეში გამოცხადდება. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა და ადვოკატები დასკვნითი სიტყვით წარდგნენ. ბრალდების მხარე საკუთარ მტკიცებულებებზე და მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით ისევ ამბობს, რომ საქმეს მხოლოდ ორი ბრალდებული ჰყავს, რომლებსაც ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად. საპირისპიროს ამტკიცებს და პოზიციას ალტერნატიული ექსპერტიზის პასუხით იმყარებს დაცვის მხარე, რომლის თქმით, დანაშაულში სხვა პირებიც ფიგურირებენ. ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებთან ერთად პროტესტის მიზეზი ხდება მთავარ პროკურატურაში ჩატარებული დღევანდელი ბრიფინგი, სადაც საქმის მტკიცებულებების დემონსტრირება პირველად მოხდა.