არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე

ექვსი თვის შემდეგ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული დუმილს არღვევს.

არასრულწლოვნის დღევანდელი ჩვენება პროკურატურის ოფიციალურ ვერსიას მთლიანად არ ემთხვევა. ბრალდებული სისხლიან გარჩევას დეტალურად აღწერს და ადასტურებს, რომ დანაშაულის შემდეგ პროკურატურის ყოფილ თანამშრომელთან, მირზა სუბელიანთან კომუნიკაცია ჰქონდა. სწორედ სუბელიანის ცოლის დისშვილია მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილე და საქმის მთავარი მოწმე.

დღეს მიცემული ჩვენება ზაზა სარალიძეს კიდევ ერთხელ უმყარებს პოზიციას, რომ მისი შვილის მკვლელობაში სხვა მოზარდებიც ფიგურირებენ.

მოკლული სარალიძის მამა სუბელიანის პასუხისგებაში მიცემასაც ითხოვს.

პირველ დეკემბერს მომხდარი რეზონანსული დანაშაულის სასამართლო განხილვა ფინალურ ეტაპზეა. განაჩენი უახლოეს დღეებში უნდა გამოცხადდეს.