აქციაზე დაშავებული პირველი არხის ოპერატორი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხეს
პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილი, რომელიც აქციაზე დაშავდა, საგამოძიებო უწყებაში გამოკითხეს. მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებლებს. მისი თქმით, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს, უცნობმა პირმა მას პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა. უწყებამ გამოძიება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, საქართველოს პირველი არხის ოპერატორი 4 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაშავდა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.