აქციაზე საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილი დაშავდა, მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა [ვიდეო]

00:31, 04.12.2024

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილი დაშავდა.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა.

ბესო გაფრინდაშვილს სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდა. მას ხელი აქვს დაზიანებული. ამ წუთებში ის კლინიკაში გადაჰყავთ.

მსგავსი