მოძრაობა „შემახე ამნისტიას“ წევრებმა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის შენობამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს. ისინი ფართომასშტაბიანი ამნისტიის გამოცხადებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, პარლამენტში კანონპროექტი უკვე შეტანილია.
მოძრაობა „შემახე ამნისტიას“ წევრები უკვე ათ დღეზე მეტია, პარლამენტის შენობის წინ შიმშილობენ. აქციის მონაწილეები მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აქციებს აანონსებენ.