აქცია პირველ არხთან – ომბუდსმენის განცხადება

15:24, 02.12.2024

სახალხო დამცველი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებზე ზეწოლას ეხმაურება. მისი განმარტებით, მედიისთვის ხელის შეშლა კონკრეტული დანაშაულია. გამოხატვის თავისუფლება კანონმდებლობით დაცულია, თუმცა ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა დაუშვებელია. საქართველოს პირველმა არხმა სახალხო დამცველს მას შემდეგ მიმართა, რაც მაუწყებელთან მიმდინარე აქციისას ჩვენს ჟურნალისტებს, ასევე „იმედის“ გადამღებ ჯგუფს ხელი შეეშალათ საქმიანობაში.

სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდება პირველი არხის ჟურნალისტების პერსონალური მონაცემები, მობილურის ნომრები, ურეკავენ ჟურნალისტებს და შეურაცხყოფას აყენებენ. ლევან იოსელიანის თქმით, პერსონალური მონაცემების გავრცელება დაუშვებელია, ეს კანონით არის დაცული.

საპროტესტო აქცია საქართველოს პირველ არხთან

მსგავსი